რეგიონალური მრგვალი მაგიდა ხობის მუნიციპალიტეტში

მდგრადი განვითარების, ნარჩენი წყლების, წყლის მართვისა და გარემოს დაცვისადმი მიმართული ხალხზე ორიენტირებული მიდგომა

2015 წლის 4 ნოემბერს, ხობის მუნიციპალიტეტში, „გლობალური პარტნიორობა - ნახმარი წყლის მართვისათვის - შავი ზღვის დაბინძურების შემცირება ნარჩენი წყლებისა და საკვები ნივთიერებების მდგარდი მართვა საქართველოს სასოფლო თემებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართება რეგიონალური მრგვალი მაგიდა, რომლის განხილვის თემა იქნება მდგრადი განვითარების, ნარჩენი წყლების, წყლის მართვისა და გარემოს დაცვისამდი მიმართულ ხალხზე ორიენტირებულ  მიდგომა.

მრგვალ მაგიდას აწყობს არასამთავრობო ორგანიზაცია „სოფლად თემთა განვითარების სააგენტო (RCDA) ევროპის ქალები საერთო მომავლისათვის (WECF) და ხობის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით.

ღონისძიების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ დაუკავშირდეთ „სოფლად თემთა განვითარების სააგენტოს“, შემდეგ ტელეფონებზე: +995 593 171772 , +995 599 548292

ელ. ფოსტა:  rurcom@gmail.com.

© 2014, სოფლად თემთა განვითარების სააგენტო.
Created by