ქალთა გაძლიერება - სარგებელი ყველასთვის (EWA)

WECF-ის EWA პროექტის მთავარი მიზანია ქალთა ეკონომიკური და პოლიტიკური გაძლიერება მცირეშემოსავლიანი სასოფლო რეგიონებიდან ექვს განვითარებად ქვეყანაში (ავღანეთი, საქართველო, ყირგიზეთი, სამხრეთ აფრიკა, ტაჯიკეთი, უგანდა).

ქვეყნები:                 (ავღანეთი, საქართველო, ყირგიზეთი, სამხრეთ აფრიკა, ტაჯიკეთი, უგანდა

დონორი:                 ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრო

ხანგრძლივობა:         01/2012 – 12/2015

WECF-ის EWA პროექტის მთავარი მიზანია ქალთა ეკონომიკური და პოლიტიკური გაძლიერება მცირეშემოსავლიანი სასოფლო რეგიონებიდან ექვს განვითარებად ქვეყანაში (ავღანეთი, საქართველო, ყირგიზეთი, სამხრეთ აფრიკა, ტაჯიკეთი, უგანდა).

2012 წლის დასაწყისიდან WECF-მა მუშაობა დაიწყო ახალ პროგრამაზე  „ქალთა გაძლიერება - სარგებელი ყველასთვის (EWA)“. პროგრამის აქტივობები გაგრძელდება 2012 წლის დასაწყისიდან 2015 წლის ბოლომდე. ამ პროგრამის განხორციელება შესაძლებელი გახდა 1,86 ევროს FLOW სუბსიდიით, რომელიც მიღებულია ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროდან.

მსოფლიო ბანკის მიხედვით, ქალებში ინვესტირება საუკეთესო ინვესტიციაა თემების განვითარებისთვის. WECF-ი იზიარებს ამ იდეას, მაგრამ ასევე აცნობიერებს სტრუქტურულ ბარიერებს, რომლებსაც ბევრი ქალი ხვდება მსოფლიოს გარშემო ყოველდღიურად (როგორიცაა, გადაწყვეტილების მიღების ძალაუფლების ნაკლებობა და ბაზისური საცხოვრებელი პირობები).

გარდა ამისა, იმის გამო რომ ქალები (და ბავშვები) შეადგენენ ღარიბების უმრავლესობას მსოფლიოში, EWA პროექტში WECF-მა ყურადღება გაამახვილა ეკონომიკურ გაძლიერებაზე. ამდენად, პროგრამის საბოლოო მიზანია ხელი შეუწყოს ქალთა მონაწილეობის გაზრდას ფორმალურ ეკონომიკაში (შედეგად, გაიზრდება შემოსავალი და ფინანსური დამოუკიდებლობა). მიუხედავად ამისა, WECF-ი ასევე ითვალისწინებს „კეთილდღეობის ეკონომიკაში“ ინვესტირების საჭიროების აუცილებლობას. ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მეორე სტრატეგიამ უნდა უზრუნველყოს ბაზისური მდგრადი საცხოვრისი პირობები.

მისი საქმიანობების მეშვეობით, პროგრამა ასევე მიზნად ისახავს ქალთა პოლიტიკური გაძლიერების ხელშეწყობას. ყველა ზემოთხსენებული ქვეყანა აწყდება უზარმაზარ სხვაობას მათ ლეგალურ ჩარჩოებსა და ინსტრუქციებს შორის, განსაკუთრებით სოფლად. სამომხმარებლო უთანასწორობას კაცსა და ქალს შორის მივყავართ იქამდე, რომ ქალებს ნაკლები დრო აქვთ პროდუქტიული საქმიანობისთვის, ნაკლებად ფლობენ საკუთრებას და არ აქვთ კონტროლი პროდუქტიულ აქტივებზე და წარმოების ხარჯებზე, ნაკლებად აქვთ პროფესიული უნარ-ჩვევები, წვდომა ფინანსებზე და გადაწყვეტილების მიღების ძალაუფლებაზე. ქალთა პოლიტიკურ და ეკონომიკურ გაძლიერებაზე ფოკუსირებით, პროგრამა მიზნად ისახავს გენდერული თანასწორობის მიღწევას და ხანგრძლივ სიღარიბის შემცირებას სამიზნე თემებში.

EWA პროგრამის მოსალოდნელი შედეგებია: 12 000 ქალს და კაცს ექნება გაუმჯობესებული წვდომა სასიცოცხლო რესურსებზე, 14,900 ქალს და კაცს ექნება გაზრდილი ეკონომიკური დამოუკიდებლობა და >50%-ით გაზრდილი შემოსავალი, 5000 ქალს 20 მცირეშემოსავლიან სოფლებში ექნება წვდომა კრედიტებზე, 4 ქვეყანაში ქალთა მონაწილეობა ადგილობრივ გადაწყვეტილების მიმღებ სტრუქტურებში გაიზრდება 30%-ით და 2015 წლის ბოლოსთვის 10 მილიონი ადამიანი გაიგებს ქალთა ეკონომიკური და პოლიტიკური გაძლიერების სარგებელზე.

© 2014, სოფლად თემთა განვითარების სააგენტო.
Created by