წყლისა და სანიტარიის ახალი პროექტი დასავლეთ საქართველოს ორ თემში

შავი ზღვის ხარისხი, სასმელი წყალი და სანიტარია განსაკუთრებული შეშფოთების საგანია საქართველოში. თუმცა საქართველოს არ გააჩნია ამომწურავი ეროვნული წყლის პოლიტიკა, რიგი კანონები და რეგულაციები დაკავშირებულია საქართველოს წყლის რესურსების მართვასა და დაცვასთან და შესაბამის გარემოსდაცვით საკითხებთან; ყველაზე შესაფერისია 1997 წლის კანონი წყალზე (2000 წლის შესწორებით). კანონი წყალზე მართავს დაბინძურების კონტროლს, სასმელი წყლის დაცვას, წყლის მოხმარებისა და გადაღვრის ლიცენზირებას, რესურსების კატეგორიზაციას და დაცვას და წყალდიდობის კონტროლს, სხვა ბევრ საკითხთან ერთად. კანონი წყალზე ადგენს, რომ წყლის დაცვა გარემოს დაცვის მთავარი ელემენტია საქართველოს მოქალაქეებისთვის; სასმელ წყალს ენიჭება უმაღლესი პრიორიტეტი.

„სოფლად თემთა განვითარების სააგენტომ“ საერთაშორისო ორგანიზაცია „ევროპის ქალები საერთოდ მომავლისათვის“ ერთად დაიწყო პროექტის „გლობალური პარტნიორობა - ნახმარი წყლის მართვისათვის - შავი ზღვის დაბინძურების შემცირება ნარჩენი წყლებისა და საკვები ნივთიერებების მდგარდი მართვა საქართველოს სასოფლო თემებში“ განხორციელება.

პროექტი გლობალური მიდგომით გადაწყვიტავს წყლის დაბინძურების პრობლემას, რომელიც გამოწვეულია ფართოდ მოხმარებადი ორმოს ტუალეტებით, წყლის რესურსების დაბალი დონის მართვით, უკონტროლო ცხოველების საძოვრებით, ქიმიური სასუქების ინტენსიური გამოყენებით, ნარჩენების ღია და უსაფრთხო დაცლით, მათ შორის ცხოველის ნაკელის. პროექტი განსაზღვრავს შესაბამის მარტივ, მისაღებ დეცენტრალიზებულ სანიტარიის სისტემებს, როგორიცაა მშრალი ტიპის ეკოტუალეტები და მხარს დაუჭერს მათ ადაპტაციას. ეს ქმედება აჩვენებს შესაფერის ტექნოლოგიებს (ტუალეტებისთვის, ცხოველის ნაკელის გადაცლა, სასუქების წარმოება, თემზე დაფუძნებული ნაგავსაყრელის მოწყობა, გადამუშავება, კომპოსტირება, წყლის გასუფთავება და ა.შ.), თემის წევრების მონაწილეობით. საქმიანობის დროს ყურადღება გამახვილდება გარემოს დაბინძურების თავიდან აცილებაზე, ჯანმრთელობისა და ჰიგიენურ განათლებაზე ისე, რომ მოწყობილობებმა გამართულად იმუშაონ და რომ ჰიგიენური ქცევა ხელს შეუწყობს თემის გაძლიერებას. აქტივობები ხელს შეუწყობს თემის საბაზისო ცოდნას ეკოლოგიური და მისაღები სანიტარიის წარმატებით დაგეგმვასა და დანერგვაში.

საქმიანობები დაყოფილია 3 ნაწილად:

. საზოგადოების მონაწილეობის გაზრდა და ცნობიერების ამაღლება

1.    საზოგადო შეხვედრების მოწყობა და თემზე დაფუძნებული სამუშაო ჯგუფების შექმნა

შეხვედრების დროს, შეიქმნება თემზე დაფუძნებული, გენდერულად დაბალანსებული სამუშაო ჯგუფები.

2.    პროექტზე ინფორმაციისა და შედეგების  გავრცელება მოხდება ადგილობრივი, რეგიონალური და ეროვნული მედია საშუალებებით

WECF და პროექტის პარტნიორი ორგანიზაცია RCDA და თემზე დაფუძნებული სამუშაო ჯგუფები რეგულარულად გამოქვეყნებენ ინფორმაციას ადგილობრივი ღონისძიებებისა და პროექტის შედეგების შესახებ.

3.    პროექტის შედეგების გავრცელება საერთაშორისო დონეზე

ბ. ინფორმაციის შემუშავება და გავრცელება

მასალები გავრცელდება ადგილობრივ დონეზე, ხელმისაწვდომი იქნება ახლომდებარე ხამისკურის რესურს ცენტრში და მათი ჩამოტვირთვა შესაძლებელი იქნება ქართულად და ინგლისურად გლობალური წყლის ინიციატივის, WECF-ისა და RCDA-ს ვებგვერდებიდან.

გ. სადემონსტრაციო ობიექტების პრაქტიკული ტრენინგი და დანერგვა და სემინარები

თეორიასთან ერთად, ტრენინგების დროს მოხდება ვიზიტი სადემონსტრაციო ობიექტებზე.

© 2014, სოფლად თემთა განვითარების სააგენტო.
Created by