ჩვენ შესახებ

არასამთავრობო ორგანიზაცია სოფლად თემთა განვითარების სააგენტო დაფუძნდა 1997 წელს მცირე ფერმერების ჯგუფის, ფერმერთა საკრედიტო კავშირების, კოოპერატივების, თემზე დაფუძნებული ორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ. ორგანიზაციის წევრები არიან 1200 ფიზიკური პირი და 74 იურიდიული პირი.

მისია 

ხელი შეუწყოს სასოფლო თემების მდგრად განვითარებას და ჩამოყალიბებას, ადგილზე არსებული ადამიანური რესურსებისა და პოტენციალის გამოყენებით თემის თითოეული წევრის, ოჯახის შესაძლებლობების გაფართოებას, ამასთან საშუალება მისცეს მათ აქტიურად მიიღონ მონაწილეობა საკუთარ განვითარებაში.

ხედვა

ორგანიზაციის ხედვაა სასოფლო თემების განვითარება, რომლებშიც ადგილობრივი მოსახლეობისგან შემდგარი ორგანიზებული ჯგუფები, პასუხისმგებელი არიან თავიანთ რესურსებზე. როგორც ჯგუფებს, ასევე ინდივიდებს აქვთ საკუთრებისა და პასუხისმგებლობის უფლება, ასევე გამოიყენონ ეკოლოგიურად უვნებელი მეთოდები პროდუქციის წარმოებაში, გადამუშავებაში და გაყიდვაში, თემში, საზოგადოებაში მაქსიმალური შედეგის მისაღებად. 

სოფლად თემთა განვითარებოს სააგენტოს მიზანია დაიცვას და ხელი შეუწყოს თემის თითოეული წევრის უფლებებისა და ღირებულებების დაცვას, განავითაროს და გააძლიეროს სამოქალაქო ჯგუფები სოფლად და მხარი დაუჭიროს სოფლად მცხოვრებ ღარიბ მოსახლეობას, დევნილებს, მიგრანტებს, იძულებით გადაადგილებულ პირებს, ადგილობრივ მმართველობას, კერძო სექტორს და სხვა არასამთავრობო/თემზე დაფუძნებულ ორგანიზაციებს. 

საქმიანობა და მომსახურება

  • თემთა მობილიზაცია
  • ეკოლოგიურად უსაფრთხო წარმოება, გადამუშავება
  • უსაფრთხო სასმელი წყლითა და ძირითადი სანიტარიით უზრუნველყოფა
  • მისაღები ტექნოლოგიების გაცნობა
  • თემების უნარ-ჩვევებისა და შესაძლებლობების გაძლიერება მდგრადი საარსებო წყაროსათვის
  • სოფლად ალტერნატიული საარსებო წყაროს საქმიანობის გავრცელება (არასასოფლო-სამეურნეო საქმიანობა, მცირე ბიზნესი, მისაღები ტექნოლოგიების გაცნობა), სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების შემგროვებელი და გადამამუშავებელი ცენტრის ორგანიზება
  • დახმარება რეგიონისა და თემის განვითარების დაგეგმვაში
  • სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გამრავალფეროვნება ადგილობრივი და რეგიონალური ბაზრის მოთხოვნების მიხედვით
  • ქალთა ბიზნეს ინიციატივების მხარდაჭერა
  • თემებში აგრო და ეკოტურიზმის განვითარების მხარდაჭერა
  • ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვა: განახლებადი ენერგიის რესურსების უტილიზაცია
  • ნარჩენების მართვა
  • ინფორმაციის გავრცელება

სოფლად თემთა განვითარების სააგენტო ახორციელებს მის საქმიანობას სხვადასხვა ინსტიტუტებთან თანამშრომლობით, რომლებიც საქართველოს სასოფლო-სამურნეო რეგიონებში საქმიანობენ.

ძირითადი პარტნიორები

  • ქალები ევროპაში საერთო მომავლისათვის (WECF)
  • სოფლის მეურნეობის სამინისტრო
  • ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო
  • საქართველოს მწვანეთა მოძრაობა
  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
  • საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი
  • საქართველოში მოქმედი სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები
  • საქართველოს მთის ფედერაცია
  • საქართველოს ეკოლოგიურ მიწათმოქმედთა ასოციაცია-SEMA
  • თემებში აგრო და ეკოტურიზმის განვითარების მხარდაჭერა
  • ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვა: განახლებადი ენერგიის რესურსების უტილიზაცია
  • ნარჩენების მართვა
  • ინფორმაციის გავრცელება

სოფლად თემთა განვითარების სააგენტო მუდმივი შტატი შედგება 9 თანამშრომლისგან. ექსპერტები სასოფლო-სამეურნეო ფერმეულ სისტემაში, დაგეგვმა და მართვა, ეკოსანიტარია და წყალი, სოციალური მუშაკი, მარკეტინგის ექსპერტი, გარემოს დაცვის ექსპერტი, ექსპერტები განახლებადი ენერგიის დარგში. 

სოფლად თემთა განვითარების სააგენტო ახორციელებს საქმიანობას დამხმარე ოფისებისა და პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით კახეთში, მცხეთა-მთიანეთში, შიდა და ქვემო ქართლში, სამეგრელო-ზემო-სვანეთში, სამცხე-ჯავახეთში, გურიაში.

პუბლიკაციები

  • სოფლის მეურნეობის განვითარება საქართველოში
  • ქალები სოფლის მეურნეობის განვითარებაში
  • განახლებადი ენერგიეს წყაროები საქართველოში
  • შემოსავის წყაროს შესაძლებლობები საქართველოს სასოფლო რეგიონებში
  • ფერმერის სახელმძღვანელო: ფერმერული მეურნეობის დაგეგმვა
  • სიღარიბე და მმართველობა სოფლად
  • მდგრადი განვითარება და თემის მობილიზაციის პრობლემები
  • სოფლად არსებული რესურსების მდგრადი გამოყენება
  • მიწის კონსოლიდაციის წინაპირობები საქართველოში
  • სახელმძღვანელო “ტყისა და სასოფლო-სამურნეო ნარჩენების უტილიზაცია”
  • აგრო-ტურიზმის განვითარების კონცეფცია საქართველოში
  • მზის ენერგიის გამოყენება სოფლად

2008 წლის იანვრიდან WECF-თან თანამშრომლობით ELA პროგრამის (გაძლიერება და ადგილობრივი მოქმედება) ფარგელებში სააგენტო ანხორციელებს პროექტს რომლის ძირითადი კომპონენტებია: 

  • ეკოლოგიური სანიტარია
  • წყალი
  • განახლებადი ენერგია
  • მდგრადი სოფლის მეურნეობა
  • უნარ-ჩვევების ამაღლება
  • დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება
© 2014, სოფლად თემთა განვითარების სააგენტო.
Created by