ბიოგაზი

ბიოგაზის დანადგარი, რომელიც იყენებს საქონლის ნაკელს, მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს გარემოზე, სოციალურ და ეკონომიკურ სფეროზე, სოფლის მოსახლეობის საცხოვრებელ პირობებზე, ამასთანავე, ამცირებს სასათბურე აირების გამოყოფას. სასათბურე აირების გამოყოფისა და შეშის მოხმარების შემცირებასთან ერთად, მას გააჩნია შემდეგი უპირატესობები: ფერმაზე მოპოვებული ნაკელის ანაერობული დამუშავება ამცირებს წყლის დაბინძურებას და ცხოველებიდან ადამიანებზე გადამდები ინფექციური დაავადებების გავრცელების საშიშროებას. შეშის შეცვლა ბიოგაზით აუმჯობესებს ოთახის ჰაერს, ამცირებს სასუნთქი გზების დაავადებებს, განსაკუთრებით ქალებსა და ბავშვებში. შეშის გამოყენების შემცირება ასევე, შეამცირებს ტყეების გაჩეხვასა და მიწის დეგრადაციას.

დამატებით, წელიწადში ერთი ბიოგაზის დანადგარი აწარმოებს 15-32 ტონა ორგანულ სასუქს, რაც ხელს უწყობს მოსავლიანობის ზრდას.

Click to enlarge
Click to enlarge
Click to enlarge
Click to enlarge
© 2014, სოფლად თემთა განვითარების სააგენტო.
Created by