ბრიკეტირება

საწვავი ბრიკეტის წარმოება წარმოადგენს იმ ტექნოლოგიას რომელიც იცავს ტყეებს განადაგურებისაგან და ხელს უწყობს ეროზიული მოვლენებისა და გაუდაბნოების პროცესის შეჩერებას. ბიომასა (ორგანული ნარჩენები) წარმოადგენს ენერგიის ძვირფას წყაროს, რომელიც წარმოადგენს შეშის ალტერნატივას საჭმლის მოსამზადებლად და გათბობისათვის. ბრიკეტი ხელსაყრელი საწვავია, რომლის გამოყენება შესაძლებელია შეშის მაგივრად და მას მაღალი თბოკალორიული ღირებულება გააჩნია. ორგანული მასისგან დამზადებული ბრიკეტი 22% მეტ ხანს იწვის ვიდრე შეშა და 18%-ით მეტ სითბოს გამოყოფს. ბრიკეტის პრესის დამზადების ტექნოლოგია ძალზე მარტივია და მისი წარმოება ქალებს და ბავშვებსაც შეუძლიათ.

ბრიკეტის დასამზადებლად გამოიყენება: ფოთლები, ბოსტნეულის ღერო, სიმინდის ღერო, ტოტები, თხილის ნაჭუჭი, ნამჯის ნარჩენები, ქაღალდი, ნახერხი, წალამი და სხვა.

ბრიკეტირების მთელი პროცესი მოიცავს - ა. ნარჩენების შეგროვებას, ბ. დაქუცმაცებას, გ. კომპოსტირებას და დ. დაპრესვას. ამის შემდეგ, მასში არსებული ნესტი (წყალი) უნდა გამოიწუროს, ბრიკეტირების მანქანის (პრესის) საშუალებით. ორგანული მასა იპრესება ბრიკეტების ფორმით, რის შემდეგაც შესაძლებელია მისი მზეზე გაშრობა. 
მანქანის აგება ადვილად შესაძლებელია ადგილზე არსებული მასალების გამოყენებით.

Click to enlarge
Click to enlarge
Click to enlarge
© 2014, სოფლად თემთა განვითარების სააგენტო.
Created by