კომპოსტირება

საწვავის ეფექტურობასთან, წყლის კონსერვაციასა და ეკოსანიტარიასთან ერთად, კომპოსტირება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი საქმიანობაა. 

კომპოსტი დამპალი, ორგანული მცენარეული ნივთიერებაა. კომპოსტირება შედეგია კომპლექსური კვების სისტემისა, სადაც აერობული მიკრობები კვებავენ ორგანულ ნარჩენებს და გარდაქმნიან მას ნიადაგის საკვებად. რადგან კომპოსტის არევა და აერაცია ხდება, ეს ორგანული მასალები იშლება მდიდარ სუბსტანციებად იგივენაირად, როგორც მცენარე ლპება და გადამუშავდება ეკოსისტემაში. ეს კი, თავის მხრივ, ქმნის რბილ, ჰაეროვან ნიადაგს, რომელიც ცნობილია, როგორც ჰუმუსი. ყველა ორგანული ნივთიერება დროთა განმავლობაში იქცევა კომპოსტად, მაგრამ თვითნებურ დაშლის პროცესს ძალიან დიდი ხანი სჭირდება. კომპოსტი ქმინს კონტროლირებად გარემოს, რათა ნარჩენები სწრაფად გარდაქმნას მძლავრ, საკვები ნივთიერებებით მდიდარ ნივთიერებად, რომელიც იდეალურია სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში. 

კომპოსტი ხელს უწყობს მცენარეების დაცვას პათოგენებისაგან, ასევე ამარაგებს მას საკვები ნივთიერებებით. ის ასევე აუმჯობესებს პრობლემატური ნიადაგის სტრუქტურას. კომპოსტი არ შეიცავს ქიმიკატებს, რაც ძვირი სასუქების იაფი და კარგი ალტერნატივაა.

Click to enlarge
Click to enlarge
Click to enlarge
Click to enlarge
Click to enlarge
Click to enlarge
© 2014, სოფლად თემთა განვითარების სააგენტო.
Created by