წვიმის წყლის დაგროვება

წვიმის წყალი გროვდება სასმელი წყლის უზრუნველსაყოფად, საქონლის მოსავლელად, ირიგაციისთვის ან წყალშემცვლელი ფენის შესავსებად. სახლის სახურავებიდან ან სხვა ადგილებიდან დაგროვილი წვიმის წყალი მნიშვნელოვანი დახმარებაა დასალევი წყლის თვალსაზრისით. ხანდახან, წვიმის წყალი ერთადერთი წყლის წყაროა, განსაკუთრებით ხანგრძლივი გვალვის დროს. წვიმის წყლის დაგროვების სისტემის აგება ძალიან მარტივი და იაფია, ადგილზე ხელმისაწვდომი მასალებით.

სახურავიდან დაგროვილი წვიმის წყალი შეიძლება კარგი ხარისხის იყოს და არ საჭიროებდეს გაწმენდას მოხმარებამდე. თუმცა, ზოგიერთი გადასახური მასალისგან შეიძლება მივიღოთ ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანო წყალი. ოჯახში, წვიმის წყლის დაგროვების სისტემის დამონტაჟება მიზანშეწონილია იმ ადგილებში, სადაც წლიური ნალექის რაოდენობა 200 მმ-ია წელიწადში.

სახურავზე წყლის დაგროვების სისტემა მიმართულებას აძლევს წვიმის წყალს სახურავიდან საცავში მილების საშუალებით. სახურავზე მოთავსებულ მილებს საჭირო დახრა აქვთ, რომ მათში წყალი არ ჩადგეს. ისინი საკმაოდ ძლიერი უნდა იყოს, რადგან წყლის დინებას გაუძლონ. წყლის საცავი ზედაპირი დაცული უნდა იყოს, რომ მასში არ მოხვდეს მწერები და მტვერი, ასევე, თავიდან ავიცილოთ აორთქლება და დაბინძურება.

Click to enlarge
Click to enlarge
Click to enlarge
Click to enlarge
© 2014, სოფლად თემთა განვითარების სააგენტო.
Created by