წყლის უსაფრთხოების გეგმები

წყლის უსაფრთხოების გეგმის განივთარება სკოლების მონაწილეობით

წყლის უსაფრთხოების გეგმა არის კონცეფცია, რომელიც ანვითარებს პროცესზე ორიენტირებულ დაკვირვებას წყლის სისტემებზე და მისი მიზანია მთლიან წყლის მომარაგების სისტემაში ყველა შესაძლო რისკის იდენტიფიცირება და აღმოფხვრა: წყლის დაბინძურების პოტენციური რისკებიდან დაწყებული მდინარის ბასეინიდან საბოლოო მომხარებლამდე.

წუგ-ის განვითარებისათვის ჩვენ ვირჩევთ სკოლებს და ყურადღებას ვამახვილებთ მცირე მასშტაბის წყალმომარაგებაზე, როგორიცაა ჭაბურღილები, ჭები და წყაროები.

ეს აქცია გულისხმობს პროგრამას ბავშვების მონაწილეობით, რათა მოხდეს სასმელი წყლის ხარისხისა და გარემოს მონიტორინგი მათ სოფლებში.

პროგრამის ძირითადი მიზანია:

•  უსაფრთხო სასმელი წყლის მიერ გამოწვეული ჯანმრთელობის რისკის მინიმუმამდე დაყვანა
•  ადგილობრივი მაცხოვრებლების მოტივირება, მონაწილეობა მიიღონ მათი გარემოსა და სასმელი წყლის გასაუმჯობესებლად 
•  მოსწავლეებისა და მათი მასწავლებლების ჩართვა სასმელი წყლის მონიტორინგში
•  იდენტიფიცირება და თანამშრომლობა ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რომლებსაც შეხება აქვთ წყალმომარაგების სისტემასთან  
•  წყლის ხარისხის, დაბინძურების წყაროებისა და წყლის დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლება  

პროგამას შემდეგი შედეგები ექნება:

•  წყალმომარაგების სისტემაზე და დაბინძურების რისკსა და საფრთხეზე ცოდნა
•  მაღალი ცნობიერება წყლით გამოწვეულ შესაძლო დაავადებებზე
•  სასმელი წყლის ხარისხის რეგულარული მონიტორინგი
•  წყალში ნიტრატის კონცენტრაციის სეზონური ცვლილების რეგისტრაცია 
•  სასმელი წყლის დაბინძურების შეფასება და რისკების რუქის შექმნა 
•  ბავშვებსა და მოქალაქეებში გარემოს დაცვაზე ცნობიერების ამაღლება აქტიური მონაწილეობის გზით 
•  მოქალაქეებისა და თანამდებობის პირების მობილიზაცია ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მისაღებად
•  ყველა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობა და ძალისხმევის გაძლიერება
•  შედეგები წარედგინება მოქალაქეებს და მედიას  
•  შედეგების გამოყენება შესაძლებელია ინფორმაციის ლობირებისთვის და უსაფრთხო სასმელი წყლის მისაღებად 
•  პროგრამა ხელს შეუწყობს უკეთეს გენდერულ ბალანსს; მამაკაცების გარდა, ქალებიც აქტიურად იქნებიან ჩართული დაგეგმვასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

 წყლის უსაფრთხოების გეგმების სახელმძღვანელო

© 2014, სოფლად თემთა განვითარების სააგენტო.
Created by