DCFTA

ახალი შესაძლებლობები მომავლის განვითარებისთვის

 

DCFTA - ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობა

 

სოფლად თემთა განვითარების სააგენტო ჩეხურ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია "People in Need"-თან და PMC კვლევით ცენტრთან ერთად ახორციელებს პროექტს  „სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ორგანიზაციები, როგორც სოფლად ეკონომიკის განვითარების ვექტორები".

პროექტი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად ისახავს რეგიონებში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერების ხელშეწყობას, საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ნაწილის - ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცისა და მცირე/საშუალო მეწარმეობის სახელმწიფო პროგრამის განხორციელების მხარდაჭერის მიმართულებით.

 

პროექტის მოსალოდნელი შედეგებია:

1. ადგილობრივი განვითარების ჯგუფებისა (LAGs) და სსო-ების შესაძლებლობების გაძლიერება, რათა მათ თავიანთ სამიზნე რეგიონებში დახმარება გაუწიონ მიკრო და მცირე მეწარმეებს, აგრო ფერმერებს DCFTA-სთან დაკავშირებულ საკითხებზე. 
2. ადგილობრივი განვითარების ჯგუფებისა (LAGs) და სსო-ების შესაძლებლობების გაძლიერება, რათა მათ ხელი შეუწყონ ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობას რეგიონში მიმდინარე სტრატეგიულ დიალოგში. პროექტის ფარგლებში, სამიზნე რეგიონებს წარმოადგენს იმერეთი, მცხეთა-მთიანეთი, კახეთი, სამცხე-ჯავახეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, აჭარა და ქვემო ქართლი.

 

აღნიშნული შედეგების მისაღწევად, დაგეგმილია შემდეგი აქტივობების განხორციელება:

• მიზნობრივ სასოფლო რაიონებში მოქმედი 24 სსო-სა და ადგილობრივი განვითარების ჯგუფის ცნობიერების ამაღლება ტრენინგების გზით - სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სტანდარტების, სასოფლო-სამეურნეო სტანდარტების, ტექნიკური ასპექტების, გარემოს დაცვის, ღირებულებათა ჯაჭვის განვითარებისა და ენერგო ეფექტურობის შესახებ.


• ტრენინგების გზით მიზნობრივ სასოფლო რაიონებში მოქმედი 24 სსო-სა და ადგილობრივი განვითარების ჯგუფის შესაძლებლობების გაძლიერება შემდეგი მიმართულებებით: ღირებულებათა ჯაჭვის კვლევა, ანალიზი, DCFTA-ს კონტექსტში საექსპორტო პოტენციალის მქონე ადგილობრივი პროდუქტების შესახებ ინფორმაციის მოძიება და გავრცელება.

 

• მიზნობრივი სსო-ებისა და განვითარების ჯგუფების მხარდაჭერა "DCFTA საინფორმაციო და რესურს ცენტრის" შექმნის მიმართულებით; რეგიონში მოქმედი მიკრო და მცირე ბიზნესების, აგრო მწარმოებლების ინფორმირებისას DCFTA-ს სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებულ ასპექტებზე, სახელმწიფო თუ დონორთა პროგრამებზე, ასევე სხვადასხვა სასესხო სქემებზე, რომლებიც შეესაბამება მათ საჭიროებებსა და შესაძლებლობებს.

 

• ტრენინგების გზით, სსო-ების შესაძლებლობების გაძლიერება, რათა მათ შეძლონ ეფექტური ადვოკატირება, მონაწილეობის მიღება მიმდინარე სტრატეგიულ დიალოგში და ჩართვა ეროვნულ დონეზე არსებულ საზოგადოებრივი ორგანიზაციების ქსელებში, როგორიცაა სოფლის მეურნეობისა და სოფლად განვითარების ალიანსი (GAARD). ეს საშუალებას მისცემს სსო-ებს მონიტორინგი გაუწიონ DCFTA-სა და SME პოლიტიკის ზეგავლენას ადგილობრივ მწარმოებელებზე და შეიმუშაონ პოლიტიკასთან დაკავშირებული რეკომენდაციები.

 

• მიზნობრივი სსო-ებისა და განვითარების ჯგუფების მხარდაჭერა სახელმწიფო უწყებათა (მაგ. სურსათის ეროვნული სააგენტო, მეწარმეობის განვითარების სააგენტო, ინოვაციების სააგენტო, საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრები და ა.შ.) წარმომადგენლების მონაწილეობით რეგიონებში/მუნიციპალიტეტებში საინფორმაციო სესიების ორგანიზებისას, მაქსიმალური მისაწვდომობისა და პროექტის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით.

 

• ეროვნულ დონეზე, მათ შორის GAARD პლათფორმის გამოყენებით, ადვოკატირების წარმოება პოლიტიკოსებთან; ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე გამოვლენილი მწვავე საკითხების მათ წინაშე გაჟღერება.

 

• პროექტთან დაკავშირებულ აქტივობებში სხვადასხვა დაინეტერსებული მხარის, მათ შორის უმცირესობების, მოწყვლადი ჯგუფების ჩართვა; პროექტის მთლიანი ციკლის მანძილზე განსაკუთრებული ყურადღება გენდერულად სენსიტიურ საკითხებზე.

 

პროექტის ფარგლებში, შეიქმნება ოთხი ტრეინინგ მოდულისა და მასალების პაკეტი, რომელიც გამოყენებულ იქნება 24 სამიზნე სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ორგანიზაციების დატრეინინგებისთვის, ხოლო ამის შემდგომ ტრეინინგის მონაწილეებს შეეძლებათ მიღებული ცოდნის გაზიარება მათ საქმიანობასთან დაკავშირებული პირდაპირი ბენეფიციარებისთვის (ფერმერები და მიკრო / მცირე ბიზნესის მფლობელები)

აღნიშნული მოდულებია: ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ზოგადი ასპექტები, გავლენა სოფლის მეურნეობის დარგში საქართველოს კანონმდებლობისა და საბაჟო წესების შესახებ; გარემოს დაცვა და კლიმატი-სმარტ სოფლის მეურნეობა; სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სტანდარტები (HACCP); ენერგოეფექტურობა და სუფთა ენერგია.

 

ასევე გაეცნით პრეზენტაციას: რეგიონალური სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების DCFTA საკითხებზე.

                

© 2014, სოფლად თემთა განვითარების სააგენტო.
Created by