გარემოს დაცვა და განახლებადი ენერგია

 

ღარიბი მოსახლეობის მდგრადი განვითარების მხარდასაჭერად, სოფლად თემთა განვითარების სააგენტომ (rcda), დაიწყო პროექტის „ადგილობრივი შესაძლებლობების შექმნა, გარემოს დაცვისა და განახლებადი ენერგიის გამოყენების საქმეში“ განხორციელება. 

პროექტი, რომელიც ძირითად აქცენტს ქალებზე აკეთებს, ენერგიის განახლებადი ტექნოლოგიების განვითარებისა და დასაქმების გზით, ხელს უწყობს კლიმატის  ცვლილებების  შერბილებას , კლიმატის ცვლილების გამომწვევ მიზეზებზე და მისი შემარბილებელი ღონისძიებების შესახებ მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლებას და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ქალებისა და მამაკაცების თანაბარ მონაწილეობას.

პროექტი ითვალისწინებს, სოფლის შვიდ თემში, იაფი ენერგო რესურსებზე (მზის და ბიომასის), მოსახლეობის ხელმისაწვდომიბის გაზრდას, რაც შეამცირებს მათ დანახარჯებს ენერგო რესურსებზე, გაზრდის შემოსავლებს, გააუმჯობესებს მოსახლეობის ცხოვრების ხარისხს და ხელს შეუწყობს მათი სამედიცინო დანახარჯების შემცირებას.

პროექტის მიზნებია: 1. ნიადაგის ეროზიის შემცირება ტყის ნარგავების  აღდგენის  და კულტურათა მონაცვლეობის მეთოდის  გამოყენებით. 2. განახლებადი ენერგიის რესურსებზე თემის ხელმისაწვდომობის გასაზრდელად, სოფლის მოსახლეობისთვის მზის წყლის გამაცხელებლების, ენერგოეფექტური ღუმელების, და ხილისა და ბოსტნეულის საშრობების მშენებლობა და მონტაჟი. შეშის ალტერნატიული საწვავის უზრუნველყოფა  - სასოფლო-სამეურნეო ნარჩენებისგან, საწვავი ბრიკეტების დასამზადებელი დანადგარის აგება, მისი დემონსტრირება და პოპულარიზაცია; დაფნის ანარჩენებისგან ბიომასის მშრალი დესტილაციის დანადგარის გამოყენებით, ნახშირის თხევადი საწვავის და გაზის მიღება. 

 

Click to enlarge
Click to enlarge
Click to enlarge
© 2014, სოფლად თემთა განვითარების სააგენტო.
Created by