ბიომასის ნარჩენებისგან საწვავი ბრიკიტების წარმოება ენერგო სიღარიბის დასაძლევად

პროექტი მხარდაჭერილია URBIS FOUNDATION-ის მიერ.

პროექტის განხორციელების არეალი: სოფელი ხამისკური, ხობის მუნიციპალიტეტი, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი

პროექტის ბენეფიციარები: სოფლად მცხოვრები ქალები

პროექტის ხანგრძლივობა: 7 თვე

პროექტის მიზანი: ადგილობრივი მოსახლეობის შესაძლებლობებისა და არსებული რესურსების გამოყენებით, პროექტის განხორციელების არეალში ენერგო სიღარიბის დონის შემცირება.

ვრცლად პროექტის შესახებ:

პროექტი ითვალისწინებს ადგილობრივი მოსახლეობისთვის, სუფთა ენერგიაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, ბიომასის არსებული რესურსების (სასოფლო-სამეურნეო ნარჩენების) გამოყენების უნარ-ჩვევების გაძლიერებით და დაფნის გადანაჭრელებისგან საწვავი ბრიკეტების დამამზადებელი საწარმოს მოწყობaს. წარმოებული საწვავი ბრიკეტების მიწოდება  გათვალისწინებულია სბავშვო ბაღებისათვის, სკოლებისათვის და ადგილობრივ მოსახლეობაზე.  

პროექტი მიზნად ისახავს ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების, ჯანმრთელობის მდგომარეობის, აუსაფრთხოებისა თუ ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას, ასევე სოფელში საწვავის არარსებობით გამოწვეული ტყის ჩეხვის შემცირებას და შედეგად ნიადაგის დეგრადაციის პროცესის შეჩერებას, რაც სოფლის მოსახლეობას აარიდებს  ბუნებრივი კატასტროფების საფრთხეს.

© 2014, სოფლად თემთა განვითარების სააგენტო.
Created by