თიანეთის N1 და გრემისხევის ადმინისტრაციული ერთეულის სოფ. მიქელიანის საჯარო სკოლების ეკო კლუბის წევრები RCDA-ს ესტუმრნენ
19.06.2017

16 ივნისს, არასამთავრობო ორგანიზაცია „სოფლად თემთა განვითარების სააგენტომ“, თიანეთის N1 და გრემისხევის ადმინისტრაციული ერთეულის სოფ. მიქელიანის საჯარო სკოლების ეკო კლუბის წევრ მოსწავლეებს უმასპინძლა.

 

აღნიშნული ეკო კლუბი, პროექტის „ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში შეიქმნა, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია „ბრიჯ - ინოვაცია და განვითარება“ ახორციელებს.

 

ეკო კლუბში გაწევრიანებულმა მოსწავლეებმა, სკოლის მასწავლებლებთან, პროექტის ფარგლებში თიანეთსა და დუშეთში შექმნილი რესურსცენტრების კოორდინატორებთან და თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს RCDA-ში არსებული განახლებადი ენერგიების ტექნოლოგიების ნიმუშები.

 

შეხვედრაზე, ორი სკოლის წარმომადგენლებს ასევე მიეცათ ერთმანეთის გაცნობის და ურთიერთობების დამყარების შესაძლებლობა.

 

Click to enlarge
Click to enlarge
Click to enlarge
Click to enlarge
Click to enlarge
Click to enlarge
Click to enlarge
Click to enlarge
Click to enlarge
© 2014, სოფლად თემთა განვითარების სააგენტო.
Created by