RCDA-ში ხილისა და ბოსტნეულის შრობის ტექნოლოგიებთან და ცუკატისა და ტყლაპის წარმოებასთან დაკავშირებით ტრეინგი ჩატარდა
28.06.2017

2017 წლის 27 ივნისს, სოფლად თემთა განვითარების სააგენტოში (RCDA), ჩატარდა ტრენინგი პროექტ “BLF”-ის ფარგლებში შექმნილ კოოპერატივთა წევრებისთვის.

ტრენინგი შემდეგ თემებს მიეძღვნა: ხილისა და ბოსტნეულის შრობის ტექნოლოგიები, ცუკატის და ტყლაპის წარმოება, და მას აფხაზეთის ა/რ სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი - თამაზ ცინარიძე გაუძღვა.

აღნიშნული ტრენინგი, მიზნად ისახავდა კოოპერატივთა წარმომადგენლებისთვის პროდუქციის საწარმოებლად საჭირო თეორიული ცოდნის მიცემას.

ტრენინგის შემდეგ კოოპერატივის წევრები „კავკასუს ორგანიკ ფრუტსის“ საწარმოს ეწვივნენ, სადაც ტყლაპის და ჩირის დამზადების, დაფასოების და შრობის ტექნოლოგიას გაეცნენ.

Click to enlarge
Click to enlarge
Click to enlarge
Click to enlarge
Click to enlarge
Click to enlarge
Click to enlarge
Click to enlarge
Click to enlarge
© 2014, სოფლად თემთა განვითარების სააგენტო.
Created by