RCDA-ში პროექტ „BLF“-ის ფარგლებში შექმნილი კოოპერატივების წევრებსა და „კახეთი ბიო“ წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა
03.07.2017

2017 წლის 2 ივლისს, სოფლად თემთა განვითარების სააგენტოში (RCDA), შედგა საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა პროექტ „BLF“-ის ფარგლებში შექმნილი კოოპერატივების წევრებსა და მათ მიერ წარმოებული პროდუქციის შემსყიდველი კომპანიის, „კახეთი ბიო“ წარმომადგენლებს შორის.

 

მხარეებმა შეხვედრაზე განიხილეს კოოპერატივების მიერ შეგროვებული ორი პროდუქტის (ფარსმანდუკი, კრაზანა) რეალიზაციის და ბიოსერთიფიცირების საკითხები. შეხვედრს ბოლოს კი კოოპერატივებმა სადეგუსტაციოდ წარმოადგინეს მათ მიერ საცდელად დამზადებული ორი სახეობის ცუკატი.

 

შპს „კახეთი ბიო“ საქართველოში გერმანული კომპანიის “Rose Office” პარტნიორი საშუამავლო კომპანიაა, მიმდინარე წელს „კახეთი ბიომ“ RCDA-ის ხელშეწყობით შექმნილი კოოპერატივების მიერ შეგროვებული ფურისულას ყვავილი ექსპორტზე გერმანიაში გაიტანა. ამ ეტაპზე კომპანია აგრძელებს კოოპერეტივებთან სტრატეგიულ პარტნიოტობას.

Click to enlarge
Click to enlarge
© 2014, სოფლად თემთა განვითარების სააგენტო.
Created by