საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ხელს შეუწყობენ სოფლად/რეგიონებში ევროპასთან თავისუფალ ვაჭრობას
12.07.2017

 

პრეს-რელიზი:

 

2017 წლის 11 ივლისს ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, მცირე და მიკრო ბიზნესის წარმომადგენლები, ფერმერთა ადგილობრივი მომსახურების ცენტრების პერსონალი, ასევე სხვა დაინტერესებული მხარეები თელავში შეიკრიბნენ, რათა გაეგოთ ახალი პროექტის შესახებ, რომელიც მიმართულია ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეწყობაზე რეგიონებში და ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციების ჩართულობაზე როგორც რესურსზე რეგიონის აგრარულ მწარმოებელთათვის. 

                პროექტს - „რეგიონალური სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, როგორც სოფლად ეკონომიკური განვითარების ვექტორები“ ახორციელებს ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია - „ადამიანი გაჭირვებაში“ (People in Need) ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.  

                მცხეთა-მთიანეთი არის უკვე მეხუთე პროექტის 7 სამიზნე რეგიონიდან (კახეთი, აჭარა, ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, მცხეთა-მთიანეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, იმერეთი), სადაც შედგა უშუალო შეხვედრა პროექტის გუნდსა და სხვადასხვა ადგილობრივ დაინტერესებულ ჯგუფებს შორის. პროექტის წარდგენა დანარჩენ რეგიონებში დასრულდება ივლისში.  

                ღონისძიებაზე People in Need კახეთის ადგილობრივ დაინტერესებულ ჯგუფებს წარუდგინა პროექტის მიზანი, ამოცანები, აქტივობები და მოსალოდნელი შედეგები. შეხვედრის მონაწილეებს წარედგინათ ის ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, რომლებიც იმუშავებენ DCFTA - საინფორმაციო რესურს მაგიდებთან ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ რეგულაციებსა და სხვა საკითხებზე სოფლად მცხოვრები აგრარული პროდუქციის მწარმოებელთა ინფორმირებისათვის.

                ზალ ანჯაფარიძემ, People in Need პროექტის მენეჯერმა, ხაზი გაუსვა რომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცით (DCFTA)  საქართველოს აგრარული მეწარმეებისათვის წარმოადგენს  განვითარების ახალ შესაძლებლობას, თუმცა შეიცავს გარკვეულ გამოწვევებს ახალ წესებთან ადაპტაციის პერიოდში.  

„სოფლად მცირე მეწარმეებს სჭირდებათ მხარდაჭერა ახალ მოთხოვნებთან ადაპტირებაში და რეგიონული სამოქალაქო საზოგადოების  ორგანიზაციები ყველაზე უკეთესი რესურსია მათ დასახმარებლად ადაპტაციის პროცესში.“

პროექტის პარტნიორი ორგანიზაციების -  სოფლად თემთა განვითარების სააგენტო და სოფლის მეურნეობისა და სოფლად განვითარების ალიანსის წარმომადგენლებმა აუდიტორიას მიაწოდეს ინფორმაცია იმ ტრენინგებზე რომლებიც ჩაუტარდებათ სამიზნე სსო-ებს მათი შესაძლებლობების გასაძლიერებლად ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობასა (DCFTA) და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

                პროექტის მენეჯმენტმა და მათმა პარტნიორებმა უპასუხეს აუდიტორიის კითხვებს, რომლებიც მეტწილად ეხებოდა DCFTA-საინფორმაციო-რესურს მაგიდების ფუნქციონირებას, ადგილობრივ მწარმოებლების ფინანსებთან და მათთვის საჭირო ინფორმაციასთან გაძნელებული წვდომის პრობლემებს, პროდუქტის სერტიფიცირების მაღალ ხარჯებს, პროექტების და ბიზნეს გეგმების შედგენის პრობლემას და  ხელისუფლებასთან დიალოგს პროექტის დროს გამოვლენილ ფერმერთა პრობლემებზე. რამდენიმე ორგანიზაციამ წამოჭრა GAARD-ში გაწევრიანების სურვილი. პროექტის წარმომადგენლებმა და პარტნიორებმა უპასუხეს კითხვებს. ისინი დამსწრეთ მოუყვნენ DCFTA-ს განხორციელების აქტუალურ საკითხებზე, აგრარულ მწარმოებელთა დახმარებაზე, მათ შორის სოფლად წარმოებული პროდუქციის ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზზე, ევროპის ბაზრებზე ექსპორტის პოტენციალის მქონე პროდუქციის გამოსავლენად. 

პროექტი წარმოადგენს საქართველოს მთავრობისადმი ევროკავშირის დახმარების შემადგენელ ნაწილს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის  განხორციელების პროცესში, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირის ბაზარზე. ევროკავშირის დახმარება ფოკუსირებულია საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოების შესაძლებლობების გაზრდაზე ახალ მარეგულირებელი გარემოსადმი ადაპტირებაზე, განსაკუთრებით ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის პროცესთან დაკავშირებით, ეკონომიკური მოთამაშეებისა და მცირე/საშუალო საწარმოების გაძლიერებაზე, ასევე სამიზნე ჯგუფების - იძულებით გადაადგილებულ პირთა, დაბრუნებულ მიგრანტთა, ბიზნესში ჩართულ ქალთა და ახალგაზრდა მეწარმეთა ეკონომიკური ინტეგრაციის უზრუნველყოფაზე.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით PIN მედია ოფიცერს რამაზ ჭიჭინაძეს, მობილური: 555 980 900 ელ-ფოსტა: ramaz.chichinadze@peopleinneed.cz

ვებგვერდი: www.pin.ge

 

Click to enlarge
Click to enlarge
Click to enlarge
Click to enlarge
© 2014, სოფლად თემთა განვითარების სააგენტო.
Created by