RCDA-ის ხელშეწყოით შექმნილი კოოპერატივების წევრები ხილის გადამამუშავებელი საწარმოს წარმომადგენლებს შეხვდნენ
01.09.2017

2017 წლის 30 აგვისტოს, „სოფლად თემთა განვითარბის სააგენტოში“ (RCDA), შედგა  გაცნობითი ხასიათის შეხვედრა, პროექტის - „ტყის არამერქნული პროდუქტების შეგროვება და გადამუშავება - ქალებისთვის ბაზრების მოპოვების შესაძლებლობა“ ფარგლებში შექმნილი კოოპერატივების წევრებს და მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ახლად შექმნილი ხილის გადამამუშავებელი საწარმოს „კავკასუს ორგანიკ ფრუტსი (COF)“ წარმომადგენლებს შორის.

შეხვედრა მიზნად ისახავდა ორ მხარეს შორის სამომავლო ბიზნეს ურთიერთობის დაწყების ხელშეწყობას.

შეხვედრის განმავლობაში, მხარეები გაეცნენ ერთმანეთის საქმიანობას და განიხილეს  პოტენციური თანამშრომლობის პერსპექტივები.

Click to enlarge
Click to enlarge
Click to enlarge
Click to enlarge
Click to enlarge
© 2014, სოფლად თემთა განვითარების სააგენტო.
Created by