RCDA-ის ხელშეწყობით სოფელ ჭოპორტში კიდევ ერთი ახალი კოოპერატივი გახსნა
30.10.2017

2017 წლის 27 ოქტომბერს ოქსფამის კონსორციუმის წევრმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „სოფლად თემთა განვითარების სააგენტო”, ევროკავშირის სოფლის მეურნეობისა და სოფლის გნავითარების პროგრამის (ENPARD) და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სასოფლო სამეურნეო კოოპერტაივების განვითარების მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში, ოფიციალურად გახსნა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „ჭოპორტი“.

სასოფლო-სამეურნეო საწარმოს გახსნას დაესწრნენ საქართველოში ევროკავშირის დელგაციის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. პროექტის კონსორციუმის წევრი განმახორციელებელი ორგანიზაციები და სხვა პარტნიორი არასამთავრობო თუ სამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

კოოპერატივი „ჭოპორტი“ შეიქმნა 2015 წლის ივნისში, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოპორტში და მისი საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოადგენს სამაცივრე მეურნეობა. აღნიშნული სასაწყობე/სამაცივრე შენობა განკუთვნილია ძირითადად კოოპერატივის წევრების პროდუქციის, სხვადასხვა სახის ხილისა და ბოსტნეულის შესანახად. აღნიშნული საწყობი/მაცივარი საშუალებას მისცემს კოოპერატივის წევრებს შეინახონ მათ მიერ მოყვანილი პროდუქტი გრძელვადიანად და გაუკეთონ რეალიზაცია ხელსაყრელ პერიოდში.

 

Click to enlarge
Click to enlarge
Click to enlarge
Click to enlarge
Click to enlarge
Click to enlarge
Click to enlarge
Click to enlarge
Click to enlarge
© 2014, სოფლად თემთა განვითარების სააგენტო.
Created by