DCFTA-ის ზოგადი ასპექტებზე, RCDA-იმ მორიგი ტრენინგი მცხეთა-მთიანეთში ჩაატარა
10.11.2017

2017 წლის 6-9 ნოემბერს ქ. მცხეთაში ჩატარდა პროექტის „რეგიონალური სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, როგორც სოფლად ეკონომიკური განვითარების ვექტორები“ ფარგლებში ორგანიზაცია - „სოფლად თემთა განვითარების სააგენტო“-ს მიერ ორგანიზებული ტრენინგი თემაზე: ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ზოგადი ასპექტები“.

4 დღიან ტრენინგს ესწრებოდნენ მცხეთა-მთიანეთის, კახეთის და ქვემო ქართლის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებსაც მიეწოდათ ინფორმაცია ევროკავშირთან ვაჭრობის ძირითად მოთხოვნებზე, პროდუქტის უსაფრთხოებაზე, სანიტარულ და ფიტოსანიტარულ მოთხოვნებზე; ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებულ და განსახორციელებელ ცვლილებებზე, ასევე უკვე ამოქმედებულ რეგულაციებზე და რეგლამენტებზე.

ტრენინგის შედეგად მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია სად და როგორ მოიპოვონ ინფორმაცია სხვადასხვა რეგულაციებისა და ევროპის ბაზრის საექსპორტო მოთხოვნების შესახებ. გაიზარდა მათი ინფორმირებულობა საქართველოს მთავრობის სტრატეგიაზე სასოფლო რეგიონების განვითარებასთან დაკავშირებით; მათ შეექმნათ მკაფიო წარმოდგენა ქვეყნის შიგნით უცხოური ინვესტიციების ზრდის შესაძლებლობებზე, საბაჟოსთან დაკავშირებულ საკითხებზე, სურსათის უვნებლობის თანამედროვე მიდგომებზე და სხვა.

ტრენინგის მონაწილეებმა მოინახულეს სოფლად თემთა განვითარების სააგენტოს მიერ BLF პროექტის ფარგლებში დუშეთის მუნიციპალიტეტის ხანდოს ხევში ჩამოყალიბებული სამოდელო საწარმოო რომელიც აგებულია სურსათის უსაფრთხოების ყველა წესების და რეგულაციის დაცვით. ტრენინგის დასკვნით ნაწილში დაიგეგმა შემდგომი ნაბიჯები მცხეთა-მთიანეთის, კახეთის და ქვემო ქართლის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საინფორმაციო რესურს-მაგიდების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით, რომლის ფუნქცია იქნება დაინტერესებული პირებისთვის ინფორმაციის მიწოდება ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის საკითხებზე.

Click to enlarge
Click to enlarge
Click to enlarge
© 2014, სოფლად თემთა განვითარების სააგენტო.
Created by