20-22 ნოემბერს, "ექსპო ჯორჯია" სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენას უმასპინძლებს
13.11.2017

2017 წლის 20-22 ნოემბერს, საგამოფენო ცენტრში „ექსპოჯორჯია“ გაიმართება სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების მე–17 საერთაშორისო გამოფენა.

ღონისძიებაზე, მონაწილე 13 ქვეყნის 60-ზე მეტი კომპანია, სრულად მოიცავს აგრო ინდუსტრიის ყველა მიმართულებას:
- სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა
- ქიმიური სასუქები/ ქიმიკატები
- საკვები პროდუქტების ინგრიდიენტები/კვების პროდუქტები
- სათბურები
- საირიგაციო სისტემები
- ლაბორატორიული აღჭურვილობა
- ნერგები
- შესაფუთი და სხვა ტიპის დანადგარები
- აგრო კონსალტინგი, და სხვ.

Agro/Food/Drink/Tech 2017-ზე წარმოდგენილი იქნება სასოფლო–სამეურნეო ტექნიკა, მანქანა–დანადგარები, ტარა და შესაფუთი მასალები, სასათბურე მეურნეობის ტექნოლოგიები და აღჭურვილობა, სარწყავი სისტემები, ლაბორატორიული აღჭურვილობა, სარგავი და სათესლე მასალები, სასუქი და პესტიციდები, საკონსულტაციო მომსახურება და თანამედროვე ტექნოლოგიები

ღონისძიებას დაესწრებიან მცირე ფერმერები საქართველოს ყველა რეგიონიდან, რომელთაც საშუალება ექნებათ, დაამყარონ პირდაპირი კონტაქტები მეწარმეებთან, გაეცნონ ახალ ტექნოლოგიებს და სოფლის მეურნეობის სექტორში მიმდინარე სიახლეებს.

Agro/Food/Drink/Tech იმართება საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ ორგანიზებით და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით.

 

Click to enlarge
© 2014, სოფლად თემთა განვითარების სააგენტო.
Created by