პროექტის "გარემოს დაცვა და განახლებადი ენერგია" ფარგლებში, RCDA-იმ რეგიონალურ საინფორმაციო შეხვედრას უმასპინძლა
29.11.2017

პროექტის „ადგილობრივი შესაძლებლობების გაძლიერება , გარემოს დაცვისა და განახლებადი ენერგიის გამოყენების საქმეში“ ფარგლებში, 2017 წლის 25 მარტს, „სოფლად თემთა განვთარების სააგენტომ“ (RCDA) უმასპინძლა პროექტთან დაკავშირებულ რეგიონალურ  საინფორმაციო შეხვედრას.

შეხვედრას  ესწრებოდნენ ადგილობრივი რეგიონალური მთავრობის, არასამთავრობო სექტორის და რეგიონალური საკონსულტაციო ცენტრების , მცირე ბიზნესის წარმომადგენლები.

შეხვედრის პერიოდში, დამსწრე საზოგადოებას მიეწოდა სრული ინფორმაცია პროექტის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობების შესახებ. შეხვედრის ფარგლებში, ასევე შედგა სოფლად თემთა განვითარების სააგენტოს მიერ მომზადებული ორი პუბლიკაციის „მზის წყლის კოლექტორის მშენებლობის სახელმძღვანელო“ (სახელმძღვანელოს ელექტრონულ ვერსის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ლინკზე: goo.gl/Sr3aTV) და „კლიმატის ცვლილება - მიზეზები და შედეგები“ (ელ. ვერსია იხილეთ ლინკზე: goo.gl/YAC5Xx) პრეზენტაცია.

ღარიბი მოსახლეობის მდგრადი განვითარების მხარდასაჭერად, სოფლად თემთა განვითარების სააგენტომ, პროექტის   განხორციელება დაიწყო 2016 წელს. პროექტის ფარგლებში, სოფლის თემების მიერ, ეროზირებულ ადგილებში დაირგო სხვადასხვა ჯიშის 7200 სწრაფად მზარდი ხე, ადგილობრივებთან თანამშრომლობით, აშენდა 14 მზის წყლის გამაცხელებელი, რომლებიც სხვადასხვა თემში დამონტაჟდა. პროექტის განმავლობაში, აშენდა და დამონტაჟდა ბრიკეტირების დანადგარები და ენერგო ეფექტური ღუმლები, რომლებიც შეშის მოხმარებას 65 %-ით ამცირებენ.  RCDA-ის მიერ გადამზადებული პერსონალის ბაზაზე, დაარსდა ენერგო კოოპერატივი, რომელიც ხელს უწყობს  სოფლის მოსახლეობისადფმი   ენერგოეფექტური სისტემების გამოყენების დემონსტრირებას.  კოოპერატივის საქმიანობის მთავარი მიზანია  მზის წყლის განმაცხელებლების, ბრიკეტ დანადგარების, ენერგოეფექტური ღუმლების და მზის საშრობების წარმოებითა და გაყიდვით გაზარდოს ადგილობრივი მოსახლეობის, ფერმერების და მცირე ბიზნესის წარმომადგენლების წვდომა სუფთა ენერგიაზე.

 

© 2014, სოფლად თემთა განვითარების სააგენტო.
Created by