DCFTA-ის ზოგად ასპექტებზე, RCDA-იმ ქუთაისში ტრენინგი ჩაატარა
29.11.2017

2017 წლის 24-26 ნოემბერს, სოფლად თემთა განვითარების სააგენტომ, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად“ ფარგლებში, რომელსაც RCDA-ისთან თანამშრომლობით , ჩეხური საერთაშორისო ორგანიზაცია - ფიფლ ინ ნიდ (People in Need) ახორციელებს, ჩაატარა ტრეინინი თემაზე - „ენერგო ეფექტურობა და სუფთა ენერგია.“

ტრენინგი, რომელსაც სამეგრელო-ზემო სვანეთის და იმერეთის 8 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრნენ, მიზნად ისახავდა DCFTA ჭრილში ენერგო ეფექტურობის და სუფთა ენერგიის საკითხებზე, პროექტის მონაწილე რეგიონალური საზოგადოებრივი ორგანიზაციების ცოდნის ამაღლებას.

ტრენინგის მონაწილეებმა, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულების (DCFTA) შესაბამისად, გაიღრმავეს ცოდნა საქართველოში ენერგოეფექტურობის და განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების და ქვეყანაში ენერგო სიღარიბის დაძლევის გზების შესახებ,  ასევე მიიღეს მრავალმხრივი ინფორმაცია, არსებულ ტექნოლოგიებზე და მდგრადი ენერგეტიკის პრინციპებზე.

პროექტი, მხარდაჭერილია ევროკავშირის მიერ და წარმოადგენს საქართველოს მთავრობისადმი ევროკავშირის დახმარების შემადგენელ ნაწილს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის განხორციელების პროცესში, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირის ბაზარზე. პროექტის განმახორციელებელია ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ“ და მისი პარტნიორები არიან სოფლად თემთა განვითარების სააგენტო, PMC კვლევითი ცენტრი და ასოციაცია „ათინათი.“ სოფლის მეურნეობისა და სამხარეო განვითარების ქართული ალიანსი კი მხარს უჭერს პროექტის ფარგლებში სამოქალაქო ინტერესების დაცვის ძალისხმევას.

Click to enlarge
© 2014, სოფლად თემთა განვითარების სააგენტო.
Created by