DCFTA-ის ზოგად ასპექტებზე, RCDA-იმ მომდევნო ტრენინგი ბორჯომში ჩაატარა
29.11.2017

პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად“ ფარგლებში ორგანიზაცია - „სოფლად თემთა განვითარების სააგენტო“ განაგრძობს პროექტით გათვალისწინებული ტრენინგების ჩატარებას. 2017 წლის 24-27 ნოემბერს ტრენინგები ჩატარდა ბორჯომში, სამცხე-ჯავახეთის და აჭარის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და LAG-ებისათვის თემაზე: ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის ზოგადი ასპექტები;

ტრენინგი მიზნად ისახავდა, მონაწილე ორგანიზაციების ცნობადობის ამაღლებას ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ხელშეკრულების (DCFTA) საკითხებში, რათა შემდგომში მათ შეძლონ ცოდნის გაზიარება დაინტერესებული მცირე და საშუალო ფერმერებისთვის, ფერმერთა ჯგუფებისთვის და კოოპერატივებისთვის.

ტრენინგზე, მონაწილეებმა შეაფასეს, ევროკავშირთან გაფორმებული ხელშეკრულების დადებითი და უარყოფითი მხარეები, გააანალიზეს ევროკავშირის ბაზარზე მათ მიერ წარმოებული პროდუქციის განთავსების შესაძლებლობები და უპირატესობები, შეაფასეს განსხვავება ახალ სავაჭრო ხელშეკრულებასა და ადრე არსებულ სახვადსხვა ხელშეკრულებებს შორის, მათ ასევე შეექმნათ მკაფიო წარმოდგენა ქვეყნის შიგნით უცხოური ინვესტიციების ზრდის შესაძლებლობებზე, საბაჟოსთან დაკავშირებულ საკითხებზე და სურსათის უვნებლობის თანამედროვე მიდგომებზე.

პროექტი, რომელიც მხარდაჭერილია ევროკავშირის მიერ, წარმოადგენს საქართველოს მთავრობისადმი ევროკავშირის დახმარების შემადგენელ ნაწილს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის განხორციელების პროცესში, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირის ბაზარზე. პროექტის განმახორციელებელია ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ“ და მისი პარტნიორები არიან სოფლად თემთა განვითარების სააგენტო, PMC კვლევითი ცენტრი და ასოციაცია „ათინათი.“ სოფლის მეურნეობისა და სამხარეო განვითარების ქართული ალიანსი კი მხარს უჭერს პროექტის ფარგლებში სამოქალაქო საზოგადოების ინტერესების ადვოკატირებას.

Click to enlarge
Click to enlarge
Click to enlarge
© 2014, სოფლად თემთა განვითარების სააგენტო.
Created by