ქალთა მიმართ ძალადობასა და მათი ეკონომიკური გაძლიერების თემაზე, RCDA-იმ მრგვალ მაგიდას უმასპინძლა
06.12.2017

2017 წლის 5 დეკემბერს „სოფლად თემთა განვითარების სააგენტომ“ უმასპინძლა ღონისძიებას “ქალთა მიმართ ძალადობა და მათი ეკონომიკური გაძლიერება“, რომელიც ორგანიზებული იყო საქართველოში ევრო გაერთიანების მონიტორინგის მისიის(EUMM) მცხეთის ოფისის,  სოფლად თემთა განვითარების სააგენტოს (RCDA),  WECF/საქართველოსა (ევროპელი ქალები საერთო მომავლისათვის/საქართველო) და ფონდი „ტასო“-ს მიერ.მრგვალი მაგიდის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს ქალებმა სხვადასხვა სფეროდან: დევნილმა ქალებმა, გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა სამთავრო სტრუქტურებიდან, ექსპერტებმა რომლებიც უძღვებოდნენ ინტერაქტიულ დიალოგს.

შეხვედრის მთავარ მიზანს წარმოადგენდა საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ საერთო სურათის შექმნა. მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა განიხილეს ძალადობის გამომწვევი მიზეზები და რისკ ფაქტორები, თანაბარუფლებიანი და თანასწორი საზოგადოების შექმნა-გაძლიერების პრობლემები და ისაუბრეს  გენდერული ნიშნით ძალადობის არსებულ მდგომარეობაზე. შეხვედრაზე  გაიმართა  დისკუსია, ქალთა ეკონომიკურ გაძლიერების მნიშვნელობაზე, რომელსაც გაუძღვა მოწვეული ექსპერტი კავშირი "საფარიდან".

მონაწილეებს  ჰქონდათ  შესაძლებლობა დაეგემოვნებინათ და შეეძინათ მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მომუშავე  ქალთა კოოპერატივების და ქალთა  ჯგუფების მიერ წარმოებული სხვადასხვა სახის სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია.

Click to enlarge
Click to enlarge
Click to enlarge
Click to enlarge
© 2014, სოფლად თემთა განვითარების სააგენტო.
Created by