თემაზე “ენერგო ეფექტურობა და სუფთა ენერგია“ RCDA-იმ მორიგი ტრენინგი თევალვში ჩაატარა
12.12.2017

2017 წლის 9-11 დეკემბერს „სოფლად თემთა განვითარების სააგენტომ“ (RCDA) ჩაატარა ტრეინინგი ქ. თელავში თემაზე - „ენერგო ეფექტურობა და სუფთა ენერგია“ პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად“ ფარგლებში, რომელსაც აფინანსებს ევროკავშირი და ახორციელებს ჩეხური საერთაშორისო ორგანიზაცია - ფიფლ ინ ნიდ (People in Need), სოფლად თემთა განვითარების სააგენტოსთან (RCDA) თანამშრომლობით. RCDA-ს საქმიანობის 20-ზე მეტი წლის გამოცდილება აქვს და არის ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაცია ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის, განახლებადი ენერგიის რესურსების უტილიზაცის, ნარჩენების მართვის, ქალთა ბიზნეს ინიციატივების მხარდაჭერის, კოოპერატივების ჩამოყალიბების, მათი ბიზნეს საქმიანობის მხარდაჭერისა და სხვა მრავალ საკითხში.

ტრენინგ-მოდულის მიზანი იყო პროექტში მონაწილე მცხეთა-მთიანეთის, კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონალური საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლების ცნობადობის ამაღლება DCFTA (ღრმა და ყოვლისმომცველი თვისუფალი სავაჭრო სივრცე)-ს ჭრილში ენერგო ეფექტურობის  და სუფთა ენერგიის საკითხებზე. ტრეინინგზე განხილულ იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა: განახლებადი ენერგიების სახეები, წყაროები და ადგილობრივი რესურსები, მათი გამოყენების შესალებლობები საქართველოში, განახლებადი ენერგიის ეფექტურად გამოყენების, წახალისებისა და მხარდჭერის საერთაშრისო ვალდებულებები საქართველოსათვის, საქართველოს კანონმდებლობა განახლებადი ენერგიების ათვისების, წახალისებისა და მხარდჭერის კუთხით (მდგრადი ენერგეტიკა) და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

პროექტი, რომელიც მხარდაჭერილია ევროკავშირის მიერ, წარმოადგენს საქართველოს მთავრობისადმი ევროკავშირის დახმარების შემადგენელ ნაწილს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის  განხორციელების პროცესში, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირის ბაზარზე.  პროექტის განმახორციელებელია ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ“ და მისი პარტნიორები არიან სოფლად თემთა განვითარების სააგენტო, PMC კვლევითი ცენტრი და ასოციაცია „ათინათი.“ სოფლის მეურნეობისა და სამხარეო განვითარების ქართული ალიანსი კი მხარს უჭერს პროექტის ფარგლებში სამოქალაქო საზოგადოების ინტერესების ადვოკატირებას.  

Click to enlarge
Click to enlarge
© 2014, სოფლად თემთა განვითარების სააგენტო.
Created by