ქართული ღვინის პალატაში ENPARD-ის დახურვის ცერემონია გაიმართა
27.12.2017

 

2017 წლის 27 დეკემბერს ქ. მცხეთაში ოქსფამის კონსორციუმის წევრმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „სოფლად თემთა განვითარების სააგენტო“ გამართა  „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განავითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის“ (ENPARD) და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების განვითარების მხარდაჭერა საქართველოში“ დასკვნითი ღონისძიება, სადაც წარდგენილ იქნა ევროკავშირის მიერ მცხეთა-მთიანეთში მხარდაჭერილი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების და ENPARD-ის პროგრამის პირველი ფაზის ფარგლებში, 2014-2017 წლებში მიღწეული შედეგები.

ღონისძიება გახსნეს „სოფლად თემთა განვითარების სააგენტოს“ დირექტორმა როსტომ გამისონიამ, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა - ლევან ზაუტაშვილმა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ-გიორგი მიშელაძემ, და „ოქსფამ-საქართველოს“ სოფლის მეურნეობის და სასურსათო უსაფრთხოების პროგრამის მენეჯერმა-ლევან დადიანი. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ პარტნიორი ორგანიზაციების, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ევროკავშირის დაფინანსებისა და საგრანტო სქემის ფარგლებში, ENPARD-ის განმახორციელებელმა პარტნიორებმა კოოპერატივებს დახმარება გაუწიეს აქტივების შეძენის, ინტენსიური ტექნიკური მხარდაჭერის, ტრენინგებისა თუ გამოცდილების გაზიარების კუთხით. მათ ასევე ხელი შეუწყვეს ფერმერებს ბაზრებზე და ფინანსებზე წვდომაში. საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 8,000 ფერმერი გადამზადდა და გაიუმჯობესა ცოდნა ბიზნეს მენეჯმენტის კუთხით.

ღონისძიებაზე ასევე მოეწყო მცხეთა-მთიანეთში მხარდაჭერილი კოოპერატივების გამოფენა, მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, შეეფასებინათ პროგრამის შედეგები თითოეული ბენეფიციარი კოოპერატივის მაგალითზე, გასაუბრებოდნენ ფერმერებს და ადგილზე გაცნობოდნენ ინფორმაციას მათი პროდუქციისა თუ მომსახურების შესახებ.

Click to enlarge
Click to enlarge
Click to enlarge
Click to enlarge
Click to enlarge
Click to enlarge
Click to enlarge
Click to enlarge
Click to enlarge
Click to enlarge
Click to enlarge
Click to enlarge
© 2014, სოფლად თემთა განვითარების სააგენტო.
Created by