კოოპერატივი „ლიახვი 2015“

2015 წლის ნოემბერში, სოფელ საგურამოში (მცხეთის მუნიციპალიტეტი) ჩამოყალიბდა კოოპერატივი „ლიახვი 2015“, რომელიც ამჟამად შედგება 15 წევრისგან (მათ შორის 9 ქალი). 2015 წლის ნოემბერში სოფლად თემთა განვითარების სააგენტოსა და კოოპერატივს შორის დაიდო თანამშრომლობის ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც კოოპერატივისთვის აშენდა ტყის არამერქნული პროდუქტების გადამამუშავებელი მცირე საწარმო.

კოოპერატივის მთავარი საქმიანობები

  • ტყის არამერქნული პროდუქტების (ხილ-კენკრა, სამკურნალო მცენარეები და ა.შ) შეგროვება და გადამუშავება
  • ტყის არამერქნული პროდუქტების ტყლაპის წარმოება
  • ტყის არამერქნული პროდუქტების (ნედლი; მშრალი) რეალიზაცია
  • ტყის არამერქნული პროდუქტების ერთობლივი (კოლექტიური) მარკეტინგი

კოოპერატივის შენობა-მოწყობილობები

თანამშრომლობის ხელშეკრულების მიხედვით, სოფლად თემთა განვითარების სააგენტომ კოოპერატივს გადასცა საწარმოსთვის შესაბამისი აღჭურვილობა და ხელსაწყოები:

  • მზის საშრობი
  • მზის წყლის გამაცხელებელი
  • ხილ-კენკრის სარეცხი ინსტრუმენტები
  • ტყლაპის სახარში
  • ხილ-კენკრის საკრეფი აპარატები
  • უსაფრთხოების ხელსაწყოების კომპლექტი

კოოპერატივის მდებარეობა

კოოპერატივი „ლიახვი 2015“ მდებარეობს:

  • თბილისიდან - 30 კმ-ის მანძილზე
  • მცხეთიდან (რეგიონული ცენტრი) - 15 კმ-ის მანძილზე

პროდუქცია

პროდუქტის დასახელება
კოოპერატივის მიერ შემოთავაზებული პროდუქციის რაოდენობა
პროდუქტის ტიპი
ასკილი
2   ტონა
ნედლი
კუნელი (შავი) (ფოთოლი)
250   კგ
ნედლი
მაყვალი (ფოთოლი)
500   კგ
ნედლი
ფურისულა
50   კგ
ნედლი
ჭინჭარი (ფოთოლი)
250   კგ
ნედლი
ტყემალი
1   ტონა
ნედლი

*ცხრილში მოცემულია კოოპერატივის მიერ შეგროვებული კონკრეტული პროდუქტის სავარაუდო რაოდენობა (ნედლ მდგომარეობაში) სეზონზე