კოოპერატივი „ნიჩბურა 2015“

2015 წლის 20 ოქტომბერს, სოფელ ქვემო ნიჩბისში (მცხეთის მუნიციპალიტეტი) ჩამოყალიბდა კოოპერატივი „ნიჩბურა 2015“, რომელიც ამჟამად შედგება 16 წევრისგან (მათ შორის 12 ქალი). 2015 წლის ნოემბერში, სოფლად თემთა განვითარების სააგენტოსა და კოოპერატივს შორის დაიდო თანამშრომლობის ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც კოოპერატივისთვის აშენდა ტყის არამერქნული პროდუქტების გადამამუშავებელი მცირე საწარმო.

კოოპერატივის მთავარი საქმიანობები

  • სერტიფიცირებული და კონვენციური ტყის არამერქნული პროდუქტების (ხილ-კენკრა, სამკურნალო მცენარეები და ა.შ) შეგროვება და გადამუშავება
  • ტყის არამერქნული პროდუქტების ტყლაპის წარმოება
  • ტყის არამერქნული პროდუქტების (ნედლი; მშრალი) რეალიზაცია
  • ტყის არამერქნული პროდუქტების ერთობლივი (კოლექტიური) მარკეტინგი

კოოპერატივის შენობა-მოწყობილობები

თანამშრომლობის ხელშეკრულების მიხედვით, სოფლად თემთა განვითარების სააგენტომ კოოპერატივს გადასცა საწარმოსთვის შესაბამისი აღჭურვილობა და ხელსაწყოები:

  • მზის საშრობი
  • მზის წყლის გამაცხელებელი
  • ხილ-კენკრის სარეცხი ინსტრუმენტები
  • ტყლაპის სახარში
  • ხილ-კენკრის საკრეფი აპარატები
  • უსაფრთხოების ხელსაწყოების კომპლექტი

კოოპერატივის მდებარეობა

კოოპერატივი „ნიჩბურა 2015“ მდებარეობს:

  • თბილისიდან - 50 კმ-ის მანძილზე
  • მცხეთიდან (რეგიონული ცენტრი) - 30 კმ-ის მანძილზე

პროდუქცია

პროდუქტის დასახელება
კოოპერატივის მიერ შემოთავაზებული პროდუქციის რაოდენობა
პროდუქტის ტიპი
ასკილი
5   ტონა
ნედლი
გვირილა
100   კგ
ნედლი
თავშავა
100   კგ
ნედლი
კრაზანა
100   კგ
ნედლი
კუნელი (შავი) (ფოთოლი)
250   კგ
ნედლი
მაყვალი (ფოთოლი)
250   კგ
ნედლი
ტყემალი
3   ტონა
ნედლი
ფურისულა (ყვავილი)
50   კგ
ნედლი
ჭინჭარი (ფოთოლი)
250   კგ
ნედლი

*ცხრილში მოცემულია კოოპერატივის მიერ შეგროვებული კონკრეტული პროდუქტის სავარაუდო რაოდენობა (ნედლ მდგომარეობაში) სეზონზე