კოოპერატივი „სომეჯი“

2015 წლის ნოემბერში, სოფელ წითლიანთკარში (დუშეთის მუნიციპალიტეტი) ჩამოყალიბდა კოოპერატივი „სომეჯი“, რომელიც ამჟამად შედგება 15 წევრისგან (მათ შორის 10 ქალი). 2015 წლის დეკემბერში, სოფლად თემთა განვითარების სააგენტოსა და კოოპერატივს შორის დაიდო თანამშრომლობის ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც კოოპერატივისთვის აშენდა ტყის არამერქნული პროდუქტების გადამამუშავებელი მცირე საწარმო.

კოოპერატივის მთავარი საქმიანობები

  • სერტიფიცირებული და კონვენციური ტყის არამერქნული პროდუქტების (ხილ-კენკრა, სამკურნალო მცენარეები და ა.შ) შეგროვება და გადამუშავება
  • ტყის არამერქნული პროდუქტების ტყლაპის წარმოება
  • ტყის არამერქნული პროდუქტების (ნედლი; მშრალი) რეალიზაცია
  • ტყის არამერქნული პროდუქტების ერთობლივი (კოლექტიური) მარკეტინგი

კოოპერატივის შენობა-მოწყობილობები

თანამშრომლობის ხელშეკრულების მიხედვით, სოფლად თემთა განვითარების სააგენტომ კოოპერატივს გადასცა საწარმოსთვის შესაბამისი აღჭურვილობა და ხელსაწყოები:

  • მზის საშრობი
  • მზის წყლის გამაცხელებელი
  • ხილ-კენკრის სარეცხი ინსტრუმენტები
  • ტყლაპის სახარში
  • ხილ-კენკრის საკრეფი აპარატები
  • უსაფრთხოების ხელსაწყოების კომპლექტი

კოოპერატივის მდებარეობა

კოოპერატივი „სომეჯი“ მდებარეობს:

  • თბილისიდან - 100 კმ-ის მანძილზე
  • მცხეთიდან (რეგიონული ცენტრი) - 70 კმ-ის მანძილზე
  • დუშეთიდან (მუნიციპალური ცენტრი) - 30 კმ-ის მანძილზე

პროდუქცია

პროდუქტის დასახელება
კოოპერატივის მიერ შემოთავაზებული პროდუქციის რაოდენობა
პროდუქტის ტიპი
ასკილი
5   ტონა
ნედლი
გვირილა
100   კგ
ნედლი
დეკა
1   ტონა
ნედლი
ზღმარტლი (ტყის)
1   ტონა
ნედლი/ჩირი
თავშავა
100   კგ
ნედლი
კუნელი (წითელი)
1   ტონა
ნედლი
კუნელი (შავი)
1   ტონა
ნედლი
მაჟალო
8   ტონა
ნედლი
მთის პიტნა
200   კგ
ნედლი
მრავალძარღვა
100   კგ
ნედლი
პანტა
5   ტონა
ნედლი
ტყემალი
5   ტონა
ნედლი
შინდი
500   კგ
ნედლი
ჭინჭარი (ფოთოლი)
250   კგ
ნედლი
ფურისულა (ყვავილი)
50   კგ
ნედლი

*ცხრილში მოცემულია კოოპერატივის მიერ შეგროვებული კონკრეტული პროდუქტის სავარაუდო რაოდენობა (ნედლ მდგომარეობაში) სეზონზე