კოოპერატივი „ტყის ნობათი“

2014 წლის მაისში, სოფელ წინამძღვრიანთკარში (მცხეთის მუნიციპალიტეტი) ჩამოყალიბდა კოოპერატივი „ტყის ნობათი“, რომელიც ამჟამად შედგება 16 წევრისგან (მათ შორის 10 ქალი). 2015 წლის დეკემბერში, სოფლად თემთა განვითარების სააგენტოსა და კოოპერატივს შორის დაიდო თანამშრომლობის ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც კოოპერატივისთვის აშენდა ტყის არამერქნული პროდუქტების გადამამუშავებელი მცირე საწარმო.

კოოპერატივის მთავარი საქმიანობები

  • სერტიფიცირებული და კონვენციური ტყის არამერქნული პროდუქტების (ხილ-კენკრა, სამკურნალო მცენარეები და ა.შ) შეგროვება და გადამუშავება
  • ტყის არამერქნული პროდუქტების ტყლაპის წარმოება
  • ტყის არამერქნული პროდუქტების (ნედლი; მშრალი) რეალიზაცია
  • ტყის არამერქნული პროდუქტების ერთობლივი (კოლექტიური) მარკეტინგი

კოოპერატივის შენობა-მოწყობილობები

თანამშრომლობის ხელშეკრულების მიხედვით, სოფლად თემთა განვითარების სააგენტომ კოოპერატივს გადასცა საწარმოსთვის შესაბამისი აღჭურვილობა და ხელსაწყოები:

  • მზის საშრობი
  • მზის წყლის გამაცხელებელი
  • ხილ-კენკრის სარეცხი ინსტრუმენტები
  • ტყლაპის სახარში
  • ხილ-კენკრის საკრეფი აპარატები
  • უსაფრთხოების ხელსაწყოების კომპლექტი

კოოპერატივის მდებარეობა

კოოპერატივი „ტყის ნობათი“ მდებარეობს:

  • თბილისიდან - 35 კმ-ის მანძილზე
  • მცხეთიდან (რეგიონული ცენტრი) - 20 კმ-ის მანძილზე

პროდუქცია

პროდუქტის დასახელება
კოოპერატივის მიერ შემოთავაზებული პროდუქციის რაოდენობა
პროდუქტის ტიპი
ასკილი
7   ტონა
ნედლი

*ცხრილში მოცემულია კოოპერატივის მიერ შეგროვებული კონკრეტული პროდუქტის სავარაუდო რაოდენობა (ნედლ მდგომარეობაში) სეზონზე