კოოპერატივი „შარახევი 1“

2014 წლის აგვისტოში, სოფელ შარახევში (დუშეთის მუნიციპალიტეტი) ჩამოყალიბდა კოოპერატივი „შარახევი 1“, რომელიც ამჟამად შედგება 15 წევრისგან (მათ შორის 9 ქალი). 2015 წლის დეკემბერში სოფლად თემთა განვითარების სააგენტოსა და კოოპერატივს შორის დაიდო თანამშრომლობის ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც კოოპერატივისთვის აშენდა ტყის არამერქნული პროდუქტების გადამამუშავებელი მცირე საწარმო.

კოოპერატივის მთავარი საქმიანობები

  • სერტიფიცირებული და კონვენციური ტყის არამერქნული პროდუქტების (ხილ-კენკრა, სამკურნალო მცენარეები და ა.შ) შეგროვება და გადამუშავება
  • ტყის არამერქნული პროდუქტების ტყლაპის წარმოება
  • ტყის არამერქნული პროდუქტების (ნედლი; მშრალი) რეალიზაცია
  • ტყის არამერქნული პროდუქტების ერთობლივი (კოლექტიური) მარკეტინგი

კოოპერატივის შენობა-მოწყობილობები

თანამშრომლობის ხელშეკრულების მიხედვით, სოფლად თემთა განვითარების სააგენტომ კოოპერატივს გადასცა საწარმოსთვის შესაბამისი აღჭურვილობა და ხელსაწყოები:

  • მზის საშრობი
  • მზის წყლის გამაცხელებელი
  • ხილ-კენკრის სარეცხი ინსტრუმენტები
  • ტყლაპის სახარში
  • ხილ-კენკრის საკრეფი აპარატები
  • უსაფრთხოების ხელსაწყოების კომპლექტი

კოოპერატივის მდებარეობა

კოოპერატივი „შარახევი 1“ მდებარეობს:

  • თბილისიდან - 90 კმ-ის მანძილზე
  • მცხეთიდან (რეგიონული ცენტრი) - 65 კმ-ის მანძილზე
  • დუშეთიდან (მუნიციპალური ცენტრი) - 45 კმ-ის მანძილზე

პროდუქცია

პროდუქტის დასახელება
კოოპერატივის მიერ შემოთავაზებული პროდუქციის რაოდენობა
პროდუქტის ტიპი
ასკილი
5   ტონა
ნედლი
ზღმარტლი (ტყის)
1   ტონა
ნედლი
კოწახური
200   კგ
ნედლი
კუნელი (შავი)
1   ტონა
ნედლი
კუნელი (წითელი)
1   ტონა
ნედლი
მაჟალო
10   ტონა
ნედლი
მაყვალი
500   კგ
ნედლი
პანტა
10   ტონა
ნედლი
ტყემალი
3   ტონა
ნედლი
შინდი
2   ტონა
ნედლი
ჭინჭარი (ფოთოლი)
250   კგ
ნედლი
ფურისულა (ყვავილი)
70   კგ
ნედლი
ქლიავი (ღოღნოშო)
3   ტონა
ნედლი

*ცხრილში მოცემულია კოოპერატივის მიერ შეგროვებული კონკრეტული პროდუქტის სავარაუდო რაოდენობა (ნედლ მდგომარეობაში) სეზონზე