პროექტი„ტყის არამერქნული პროდუქტების შეგროვება და გადამუშავება – ქალთა ჯგუფებისათვის ბაზრების მოპოვების შესაძლებლობა“

 

პროექტის შესახებ

სოფლად თემთა განვითარების სააგენტო (RCDA), საერთაშორისო ორგანიზაცია OXFAM საქართველოსა და ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაცია BLF-ის (Big Lottery Fund) მხარდაჭერით ახორციელებს სამწლიან პროექტს – „ტყის არამერქნული პროდუქტების შეგროვება და გადამუშავება – ქალთა ჯგუფებისათვის ბაზრების მოპოვების შესაძლებლობა“.

პროექტის განხორციელების არეალი

პროექტი ხორციელდება მცხეთა-მთიანეთის ორ მუნიციპალიტეტში – დუშეთი და მცხეთა.

პროექტის ხანგრძლივობა

01/04/2015 – 31/03/2018

პროექტის მიზანი

პროექტის განხორციელების არეალში მოიპოვება დიდი რაოდენობით სხვადასხვა სახის ტყის არამერქნული პროდუქტი, რომლის მდგრადი შეგროვება, გადამუშავება და ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზრებზე რეალიზაცია ხელს შეუწყობს რეგიონის ღარიბი მოსახლეობის, მათ შორის, სოფლად მცხოვრები ქალების, იძულებით გადაადგილებული პირების სოციალურ და ეკონომიკურ გაძლიერებას, სიღარიბის დაძლებას, დასაქმებისა და შემოსავლების ახალი წყაროების შექმნას.

პროექტის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები

  • ბენეფიციარი თემების ცნობიერების ამაღლება და შესაძლებლობების განვითარება ტყის არამერქნული პროდუქტების მართვაში
  • 5 კოოპერატივის ჩამოყალიბება: „ტყის ნობათი“, „შარახევი 1“, „ლიახვი 2015“, „სომეჯი“ და „ნიჩბურა 2015“. კოოპერატივის წევრების საერთო რაოდენობა – 77 (მათ შორის ქალების რაოდენობა – 50)
  • ტყის არამერქნული პროდუქტების საწარმოს მოდელის შექმნა, განხილვა და პრეზენტაცია
  • შეხვედრები ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან და ტყის არამერქნული პროდუქტების ბაზრის შესაძლებლობების შესწავლა
  • პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბებული კოოპერატივების უზრუნველყოფა მცირე საწარმოებით, უსაფრთხოების ინსტრუმენტებით, მზის საშრობებით, მზის წყლის გამაცხელებლებით, ტყლაპის სახარშებით, ხილის სარეცხი ინსტრუმენტებითა და კომპიუტერებით
  • GIS-ის რუკისა და ვებ-გვერდის შექმნა ტყის არამერქნული პროდუქტების შემგროვებლებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისათვის